„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016301
  • Word
12
09/01/2012
ვებგვერდი, 11/01/2012
200090000.22.033.016301
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №12

2012 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში (სსმ III, №172, 31.12.2010, მუხლი 2552) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილის, 145-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 238-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 252-ე მუხლის პირველი ნაწილის, 256-ე მუხლის მე-6 ნაწილის, 2571 მუხლის მე-3 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 271-ე მუხლის პირველი და მე-10 ნაწილების და 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) III თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:

„თავი III1

საგადასახადო მონიტორინგი

    მუხლი 91. საგადასახადო მონიტორინგი

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილზე უფლებამოსილი პირის/პირების მიმაგრებით განახორციელოს საგადასახადო მონიტორინგი და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს საგადასახადო შემოწმებისას პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით.

2. საგადასახადო მონიტორინგის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ძირითადი სახის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შეძენის, გახარჯვის, დანაკარგების, აგრეთვე მზა პროდუქციის (სახეობების მიხედვით) მიწოდების დამოუკიდებელი რაოდენობრივი აღრიცხვა და ასეთი აღრიცხვის შესახებ მონაცემების მოპოვება ან/და დაბეგვრის ობიექტის ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაფარვის/დამალვის შესაძლო რისკების გამოვლენა.

3. საგადასახადო მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს 6 თვემდე ვადით. საგადასახადო მონიტორინგის 6 თვეზე მეტ ხანს გაგრძელება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

4. საგადასახადო მონიტორინგი ხორციელდება გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის კონკრეტულ ობიექტზე ან/და ობიექტის გარეთ (თუ საგადასახადო მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაცია არ ხორციელდება გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის კონკრეტულ ობიექტზე).

5. საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მონაცემთა აღრიცხვისა და ჩანაწერების განხორციელების ტექნიკური საშუალებები (მაგ. , მრიცხველი მექანიზმები, ვიდეოდაკვირვების სისტემა და სხვა).

6. საგადასახადო მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ერთ ან მეტ ობიექტზე.

7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგი შეიძლება განახორციელოს სხვა პირმა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის  შერჩევა და ხელშეკრულების გაფორმება უნდა მოხდეს ამ წესის 152 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 92. საგადასახადო მონიტორინგის განხორციელება

1. საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით:

ა) საგადასახადო მონიტორინგს დაქვემდებარებული დაბეგვრის ობიექტის ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაფარვის/დამალვის შესაძლო რისკების გამოვლენისა და სათანადო რეაგირებისათვის, გადასახადის გადამხდელის მიმართ შესაძლებელია ჩატარდეს დათვალიერების პროცედურა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე;

ბ) გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ მონაცემების დამუშავებისა და ანალიზისთვის, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ხორციელდება გადასახადის გადამხდელის შესახებ სათანადო ინფორმაციის (სამუშაო გრაფიკი, ფაქტობრივი საქმიანობის სახე, შესაძლო საგადასახადო რისკები და სხვა.) შეგროვება.

2. გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე.

3. ამ წესის 91 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების შემთხვევაში, საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ბრძანებაში ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული მონაცემის ნაცვლად, მიეთითება ამ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

4. საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ბრძანებაში ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, დამატებით აღინიშნება საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი პირის სახელზე  გაცემული საგადასახადო ორგანოს შტამპის ნომერი, თუ მათი გამოყენება აუცილებელია საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებისას.

5. საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ბრძანებით მტკიცდება:

ა) საგადასახადო მონიტორინგის პროგრამა;

ბ) საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების თითოეული ადგილის მიხედვით დაკვირვებისას მოპოვებული ინფორმაციის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (ფორმები ), ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.

6. საგადასახადო მონიტორინგის პროგრამაში ან/და აღრიცხვის ჟურნალის ფორმაში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილება ან/და დამატება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ბრძანებით.

7. საგადასახადო მონიტორინგის დაწყებამდე არანაკლებ 10 კალენდარული დღით ადრე საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ინფორმირებას საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

8 . გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია:

ა) საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით წარუდგინოს ახსნა-განმარტებები და დააფიქსიროს შენიშვნები;

ბ) მოითხოვოს საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებისას საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ წარმოებული აღრიცხვის ჟურნალის დამოწმებული ასლი;

გ) საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებისას აღრიცხული მონაცემები გამოიყენოს თავისი საქმიანობის შედეგების დასაზუსტებლად (მაგ.: გამოსავლიანობის ნორმის, დანაკარგის დასადგენად).

9. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:  

ა) საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი პირისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ადმინისტრაციული, საწარმოო, სასაწყობე და სხვა შენობა-ნაგებობაში/ტერიტორიაზე შესვლა;

ბ) მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელ პირს წარუდგინოს დაკვირვების განსახორციელებლად აუცილებელი ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ასახავს მის მიერ განხორციელებულ ოპერაციებს (პირველადი დოკუმენტები, ხელშეკრულებები, ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები და ა.შ.);

გ) ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების შემდეგ,  შექმნას საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებისთვის აუცილებელი სამუშაო პირობები.

10. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო მონიტორინგს  დაქვემდებარებული სამეურნეო ოპერაციის სამუშაო გრაფიკისაგან განსხვავებულ პერიოდში (მაგ. , არასამუშაო დროს) შესრულებისას, რომელსაც არ ესწრება საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნული სამეურნეო ოპერაციის შესრულების შესახებ საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელ პირს აცნობოს წინასწარ, ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით,  იმ გონივრულ ვადაში, რომელიც აუცილებელი იქნება საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების ადგილზე მისვლისათვის.

11. საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია:

ა) საგადასახადო მონიტორინგის პროგრამით გათვალისწინებულ შემთხვევებში/საკითხებზე განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციის ნიშანდება მასზე გაცემული საგადასახადო ორგანოს შტამპითდა ხელმოწერით, თარიღის მითითებით;

ბ) გადასახადის გადამხდელს მისცეს სარეკომენდაციო ხასიათის მითითებები საგადასახადო მონიტორინგს დაქვემდებარებულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების გამოსწორების შესახებ, რომლის შინაარსი აისახება აღრიცხვის ჟურნალის სარეკომენდაციო მითითებების ნაწილში.

12. საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია:

ა) იმოქმედოს საგადასახადო მონიტორინგის პროგრამის შესაბამისად;

ბ) გადასახადის გადამხდელს გააცნოს მისი უფლება-მოვალეობები;

გ) საგადასახადო მონიტორინგის დასრულებისას მის მიერ წარმოებული აღრიცხვის ჟურნალის დამოწმებული ასლი გადაეს გადასახადის გადამხდელს.

13. საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებამ გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა შეაფერხოს მისი საქმიანობა.

    მუხლი 93. საგადასახადო მონიტორინგის შედეგების გაფორმება

1. საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი პირი საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებისას ყოველდღიურად წერილობითი ან ელექტრონული ფორმით აწარმოებს აღრიცხვის ჟურნალს (ჟურნალებს ), რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მოიცავდეს შემდეგ აუცილებელ რეკვიზიტებს:

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელებას/სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს, იურიდიულ ან/და ფაქტობრივ მისამართს;

ბ) საგადასახადო მონიტორინგის პროგრამით გათვალისწინებული ობიექტის შესაბამისად თითოეული სამეურნეო ოპერაციის შინაარსს, შესრულების თარიღს, დაწყებისა და დასრულების პერიოდს, დაკვირვების მონაწილე პირთა სახელს, გვარს და თანამდებობას;

გ) სარეკომენდაციო მითითებებისა და შენიშვნებისათვის გამოყოფილ ნაწილს.

2. აღრიცხვის ჟურნალასევე აღინიშნება საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებისას გამოვლენილი არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტები და გარემოებები, აგრეთვე, აღრიცხვის ჟურნალზე დართული მასალების ჩამონათვალი.

3. აღრიცხვის ჟურნალის წერილობითი ფორმით წარმოებისას, მისი გვერდები უნდა იყოს დანომრილი და ხელმოწერილი, ხოლო ელექტრონული ფორმით წარმოებისას  ყოველდღიურად ხორციელდება მონაცემების ამობეჭდვა, ხელმოწერა და შენახვა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.

4. ყოველი სამუშაო დღის/ცვლის დასრულების შემდეგ, აგრეთვე, საგადასახადო მონიტორინგის საბოლოოდ დასრულებისას აღრიცხვის ჟურნალ ხელს აწერს საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, მოწვეული სპეციალისტი/ექსპერტი (მათი მოწვევის შემთხვევაში), აგრეთვე გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენლი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნისას ან პროგრამით გათვალისწინებულ შემთხვევში/საკითხზე. საგადასახადო მონიტორინგის საბოლოოდ დასრულებისას გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენლის ხელმოწერა სავალდებულოა. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი/უფლებამოსილი წარმომადგენლი უარს აცხადებს ხელმოწერაზე აღნიშნულის შესახებ ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალში.

5. საგადასახადო მონიტორინგის დასრულების შემდეგ აღრიცხვის ჟურნალი და მაზე დართული მასალები გადაეცემა საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელ საგადასახადო ორგანოს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. გვინდაძე