აქციონერთა საერთო კრების შესახებ

  • Word
აქციონერთა საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1/02-12
დოკუმენტის მიმღები ს.ს "მუხიანი"
მიღების თარიღი 09/01/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1/02-12
09/01/2012
ვებგვერდი, 10/01/2012
აქციონერთა საერთო კრების შესახებ
ს.ს "მუხიანი"

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სააქციო საზოგადოება ,,მუხიანის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

სააქციო საზოგადოება ,,მუხიანის“ დირექტორატი საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ სს ,,მუხიანის“ (ს/კოდი 221270023) საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2012 წლის 30 იანვარს, დღის 12:00 საათზე შემდეგ მისამართზე: წყალტუბოს რაიონი, სოფ მუხიანი, სს „მუხიანი”.

  სს „მუხიანის“ კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012 წლის 10 იანვარი.

 

დღის წესრიგი:

1.  სს „მუხიანის“ წლიური ანგარიშის დამტკიცება;

2. სს „მუხიანის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით მიწის ნაკვეთის გამოყოფისა და გასხვისების საკითხის განხილვა;

3. სხვადასხა.  

 

აქციონერებს შეგიძლიათ კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე წერილობით წარმოადგინოთ თქვენი საკითხები და მოსაზრებები, რომელიც განხილულიქნება სართო კრებაზე.

  კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს რეგისტრატორში”,             ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74-ა, ტელ.: 25-15-60;  22-53-51.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სს ,,მუხიანის“ მისამართზე: წყალტუბის რაიონის სოფელი მუხიანი.

 აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე. 

   დირექტორი                       მ. ვარდანეიშვილი