დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.167.016053 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/01/2012 - 06/02/2015)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2012 წლის 6 იანვარი
ქ. ლაგოდეხი
სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 25 000 ლარის ოდენობით;
ბ) თოთოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2500 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 50000 ლარის ოდენობით;
ე) ლატარიების მოწყობაზე –ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების
18 %;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 10000 ლარის ოდენობით.
მუხლი 3
მოსაკრებლის გადამხდელი, მოსაკრებლის ობიექტები, მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი, აგრეთვე მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება და პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონით.
მუხლი 4
1. ამ დადგენილების მე-2 მუხლის ,,დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგულაციები გავრცელდეს 2012 წლის 3 იანვრიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 დეკემბრის №41 დადგენილება ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“.
3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ . გოზალიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები