შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2012
ძალაში შესვლის თარიღი 09/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016075
  • Word
0
30/03/2010
ვებგვერდი, 10/01/2012
480610000.03.030.016075
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის

კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის

სფეროებში თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს მთავრობა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი);

სურთ რა ყველა შესაძლო გზით განამტკიცონ და განავითარონ ურთიერთობები და ურთიერთგაგება საქართველოს და ინდოეთს შორის ხელოვნების, კულტურის, განათლების, სპორტის, მასმედიის და ინფორმაციის სფეროებში, და, ასევე, აკადემიური საქმიანობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მხარეები ხელს შეუწყობენ და წაახალისებენ თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების სფეროებში შემდეგი საშუალებებით:

a) მასწავლებლების, სპეციალისტების, ლექტორების, მეცნიერებისა და ექსპერტების გაცვლა, კონფერენციებში მონაწილეობა, ლექციების ჩატარება და გამოკვლევების განხორციელება ერთი მხარისათვის მეორე მხარის საგანმანათლებლო სისტემის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით;

b) ასპირანტების ურთიერთგაცვლა;

c) თანამშრომლობისა და კონტაქტების დამყარება უნივერსიტეტებსა და სხვა საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევით დაწესებულებებს შორის;

d) სასწავლო და სამეცნიერო სტიპენდიებით უზრუნველყოფა და სწავლებისა და გამოკვლევების სხვა საშუალებებით წახალისება;

e) ორივე ქვეყნის ენის, ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესწავლის ხელშეწყობა.

    მუხლი 2

თითოეული მხარე შეისწავლის და შეაფასებს მეორე მხარის მიერ გაცემულ დიპლომებს, სერიფიკატებს და საუნივერსიტეტო ხარისხებს მათი ვივალენტობის აღიარების მიზნით.

    მუხლი 3

მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობას კულტურისა და ხელოვნების სფეროებში შემდეგი საშუალებებით:

a) ხელოვნების დარგში გამოფენებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების წახალისება;

b) ხელოვნების სფეროში ლიტერატურისა და ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნისა და გამოცემების წახალისება, მწერლების, მხატვრების, მუსიკოსებისა და სხვა ხელოვანთა ორმხრივი ვიზიტების განხორციელება და მათი მოღვაწეობისა და წარმოდგენების მხარდაჭერა;

c) ეროვნულ მუზეუმებსა და სამხატვრო გალერეებს, ეროვნულ ბიბლიოთეკებსა და სახელმწიფო არქივებს შორის თანამშრომლობის წახალისება;

d) კინემატოგრაფიის სფეროში ექსპერტების ურთიერთგაცვლა და ორი ქვეყნის ტერიტორიაზე გამართულ ფილმების საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა.

    მუხლი 4

მხარეები ხელს შეუწყობენ როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოქმედ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას და წაახალისებენ ინფორმაციის გაცვლას ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის, ისტორიული რელივიებისა და ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის სფეროში და, ასევე, ანტიკური და ხელოვნების საგანძურის ნიმუშების უკანონო გადაზიდვის თავიდან აცილების შესახებ.

    მუხლი 5

მხარეები წაახალისებენ თავიანთ ტერიტორიაზე მეორე მხარის კულტურის ცენტრების დაარსებას იმ ღონისძიებათა დასაგეგმად და განსახორციელებლად, რომლებიც ემსახურება ამ შეთანხმების მიზნებს.

    მუხლი 6

მხარეები ხელს შეუწყობენ ტელე-რადიომაუწყებლობის სფეროში თანამშრომლობას.

მხარეები ასევე წაახალისებენ თანამშრომლობას ორივე ქვეყნის პრესის სააგენტოებსა და საგამომცემლო ორგანიზაციებს შორის.

    მუხლი 7

მხარეები წაახალისებენ ორივე ქვეყნის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის კავშირებსა და თანამშრომლობას.

    მუხლი 8

მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობას სპორტის სფეროში და ხელს შეუწყობენ სპორტულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობასა და სპორტსმენების ურთიერთგაცვლას და მათ მონაწილეობას ორივე ქვეყანაში გამართულ სპორტულ ღონისძიებებში.

    მუხლი 9

ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს იმ ქვეყნის მოქმედ შიდა კანონმდებლობას, რომელშიც ტარდება ღონისძიება.

    მუხლი 10

1. მხარეები, ამ შეთანხმების განხორციელების მიზნით, დაარსებენ საქართველო-ინდოეთ ერთობლივ კომისიას, რომელიც შეიკრიბება არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით თბილისსა და ნიუ-დელიში, რათა განიხილოს ზემოაღნიშნული პროგრამების მიმდინარეობა და მათი ფინანსური პირობები.

2. ერთობლივი კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამების განხორციელება შეთანხმდება   დიპლომატიური არხების მეშვეობით.

3. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული გაცვლები, განსაკუთრებით საშემსრულებლო და შემოქმედებითი კოლექტივების გაცვლები, ხორციელდება ნაცვალგების საფუძველზე.

    მუხლი 11

წინამდებარე შეთანხმებაში მხარეთა მიერ შეიძლება შეტანილ იქნ ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით და იქნება ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილი. ოქმი ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

    მუხლი 12

წინამდებარე შეთანხმების განმარტებსა და განხორციელებასთან დაკავშირებით წამოჭრილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკების გზით.

    მუხლი 13

შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების საშუალებით, ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.

შეთანხმება ძალაშია ხუთი (5) წლის განმავლობაში და მისი მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით მანამ, სანამ რომელიმე მხარე შეთანხმების ვადის გასვლამდე ექვსი (6) თვით ადრე წერილობითი ფორმით არ აცნობებს მეორე მხარეს მის განზრახვას, შეწყვიტოს მისი მოქმედება.

შესრულებულია . _______________200 წლის ___________ორ დედნად, თითოეულ ქართულ, ჰინდი და ინგლისურ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად თენტიკურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს მთავრობის  

სახელით

(ხელმოწერილია)

   ინდოეთის რესპუბლიკის

   მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)