დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 04/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016270 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №04/ნ
2012 წლის 6 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის –თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სასწავლო უნივერსიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – კოლეჯის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის არასამეწარემო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებად დაფუძნებიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანება;
ბ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 ნოემბრის №987 ბრძანება;
გ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №77/ნ ბრძანება;
დ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 13 აგვისტოს №646 ბრძანება;
ე) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №78/ნ ბრძანება;
ვ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №27/ნ ბრძანება;
ზ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 19 ივლისის №59/ნ ბრძანება;
თ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 21 მარტის №41/ნ ბრძანება;
ი) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 8 ივლისის №55/ნ ბრძანება;
კ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 20 აგვისტოს №712 ბრძანება.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები