ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების და პირობების განსაზღვრის შესახებ

  • Word
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების და პირობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 16/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.115.016066
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
42
30/12/2011
ვებგვერდი, 09/01/2012
330130000.35.115.016066
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების და პირობების განსაზღვრის შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/01/2012 - 31/01/2012)

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2011 წლის 30 დეკემბერი

აბა ლენტეხი

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების და პირობების განსაზღვრის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობები, პირობები შემდეგი სახით:

მუხლი 1

1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესაებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (შემდგომში – საქართველოს მთავრობის დადგენილების) 65-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე და საქართველოს მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით შესაძლებელია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით და ლენტეხის მუნიციპალიტეტის სხვა დადგენილებით კონკრეტულ ტერიტორიაზე აკრძალული ან შეზღუდული არ არის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა ან დემონტაჟი.

2. თუ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა ან დემონტაჟი ხორციელდება ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, დამატებითი დოკუმენტაციის სახით სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრებისა) გამგეობაში წარმოდგენილ იქნეს შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.

მუხლი 2

1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსებისთვის/მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის აღება სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრებისა) , თუ ასაშენებელი/დემონტაჟისთვის განკუთვნილი შენობა -ნაგებობა მდებარეობს:

) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული შიდასახელმწიფო საავტომობილო გზების ორივე მხარეს მიმდებარე 50-მეტრიან ზოლში;

ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ზონებში შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი აკრძალულია ან შეზღუდულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟის შემთხვევაში, თუ ანტრესოლი, კიბე, ვიტრინა, კარი, ფანჯარა და სხვა ღიობები არ უკავშირდება შენობის ფასადის ცვლილებას, მათი მოწყობა/დემონტაჟი ხორციელდება შესაბამისი ნებართვის აღების გარეშე, საქართველოს მთავრობის დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა და 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.

მუხლი 3

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                   ვ. ქურასბედიანი