„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.115.016064
  • Word
40
30/12/2011
ვებგვერდი, 10/01/2012
190020020.35.115.016064
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2011 წლის 30 დეკემბერი

დაბა ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 31 დეკემბრის www.matsne.gov.ge 21/01/2011 დადგენილებაში და დადგენილების პირველი-მეცხრე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1

მიღებულ იქნეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 2810,5 ათ. ლარის ოდენობით თანახმად №1 დანართისა.

    მუხლი 2

მიღებული იქნას ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის გადასახდელები (ხარჯები) 2836,9 ათ. ლარით თანახმად №2 დანართისა.

    მუხლი 3

მიზნობრივი ფინანსური დახმარება დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად 80,0 ათ. ლარი მიმართულ იქნეს შემდეგი ღონისძიებების დასაფინანსებლად:

ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად - 40,0 ათ. ლარი;.

ბ) სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის დასაფინანსებლად 38,0 ათ. ლარი;

გ) სამამულო ომის ვეტერანთა სოციალური დახმარების დასაფინანსებლად 2,0 ათ. ლარი.

    მუხლი 4

განისაზღვროს სარეზერვო ფონდი 0,4 ათ. ლარით.

    მუხლი 5

დამტკიცდეს ახალი კლასიფიკაციის შესაბამისად ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია თანახმად №3 დანართისა.

    მუხლი 6

განისაზღვროს და დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 1 იანვრისათვის არსებული თავისუფალი სახსრების ნაშთი 26,4 ათ. ლარით და ბიუჯეტის ბალანსის №4 დანართის მიხედვით.

    მუხლი 7

განისაზღვროს ლენტეხის ბიუჯეტის ნაშთის ცვლილება №5 დანართის მიხედვით.

    მუხლი 8

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრების დაცვა საბიუჯეტო დაწესებულებების პროგრამებისა და ღონისძიებების მიხედვით გამოყოფილი თანხების ეფექტურად და მიზნობრივად გამოყენება, განსაკუთრებით ყურადღება დაუთმოს მოსაკრებლებისა და არასაგადასახადო შემოსავლების სრულყოფილად და დროულად ამოღებას.

    მუხლი 9

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დააწესოს კონტროლი ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახადების მიზნობრივ ხარჯვაზე.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე ვ. ქურასბედიანი