დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| განჩინება შპს „მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის“ გაკოტრების კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-805 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის რაიონული სასამართლო |
| მიღების თარიღი | 21/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2011 წლის 21 დეკემბერი
ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე ერთპიროვნულად განიხილა შპს ,,მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის” გაკოტრების კრედიტორის – შემოსავლების სამსახურის განცხადება გაკოტრების კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 სექტემბრის განჩინებით გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება შპს ,,მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის” მიმართ.
საქმის წარმოებისას დადგინდა გაკოტრების მასა, კრედიტორთა ვინაობა, დავალიანების ოდენობა, დამტკიცდა გაკოტრების ტაბულა;
შპს ,,მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის” დარჩენილი ქონება გატანილი აუქციონზე და მოხდა მისი დიდი ნაწილის რეალიზაცია.
შპს ,,მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის” გაკოტრების კრედიტორმა – შემოსავლების სამსახურმა 2011 წლის 19 დეკემბერს განცხადებით მომართა სასამართლოს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ გაკოტრების მმართველის შეცვლისა და სააღსრულებო ბიუროს გაკოტრების მმართველად დანიშვნის მიზნით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 27-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოცემულ საქმეზე კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 23 დეკემბერს, 1400 საათზე გორის რაიონული სასამართლოს შენობაში (მის.: ქ. გორი, ჯორბენაძის ქ. №30).
დღის წესრიგი განისაზღვროს გაკოტრების მმართველის სააღსრულებო ბიუროთი შეცვლის საკითხით.
2. კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დაეგზავნოთ მოვალეს, გაკოტრების მმართველს და კრედიტორებს.
3. განჩინების მხოლოდ შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“ .
განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა განხორციელდეს გაკოტრების მმართველის გიორგი მერებაშვილის მიერ.
მოსამართლე დ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები