„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/01/2012
ძალაში შესვლის თარიღი 06/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016675
  • Word
2
04/01/2012
ვებგვერდი, 06/01/2012
470230000.10.003.016675
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 2

2012 წლის 4 იანვარი

. თბილისი

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., №168) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულება) მე‑2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.

 2. დადგენილების დანართი №11 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №11

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის დეკლარაცია

 წარედგინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. დეკლარაცია მოიცავს ინფორმაციას შესაბამისი სალიცენზიო პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველყოფის შესახებ.

ლიცენზიის მაძიებლის/ლიცენზიის მფლობელის დასახელება და მისამართი

_______________________________________________________________

_______________________________________________________________

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (სახელი, გვარი)

_______________________________________________________________

ლიცენზიის დასახელება ________________________________________

_______________________________________________________________

 ბ.ა.

წარმოდგენილი მონაცემების სისწორეს ვადასტურებ: _______________

________________________________________________________________

 თარიღი ________________ .“.

 3. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის (სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულება) მე‑2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

სტაციონარული დაწესებულების ნებართვის (შემდგომში – ნებართვა) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი                               ნ. გილაური