დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 იანვრის №2-8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340090000.22.032.016049 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-3
2012 წლის 4 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 იანვრის №2-8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 იანვრის №2-8 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესში” (სსმ III, 01.02.2010 წ., №12, მუხ.132) შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:
ა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციის ორიგინალი და ნოტარიულად დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმანი.“;
გ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ორიგინალი).“;
დ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის მწარმოებელ ქვეყანაში, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;
ვ) მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. დოკუმენტაცია, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე. ამასთანავე, მეცნიერულ-ტექნიკური ნაწილის წარმოდგენა დასაშვებია ელექტრონული ვერსიის სახით.“;
ზ) მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. სააგენტო ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმის პროცედურის დროს, მათ შორის, II რიგის ცვლილების რეგისტრაციისას – 3 თვის ვადაში, ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის ხელახალი და I რიგის ცვლილების რეგისტრაციისას – 20 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თაობაზე, რაც ფორმდება ადმინისტრაციული აქტით. რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი რეგისტრანტს. თუ აღნიშნულ ვადაში რეგისტრაციის მაძიებელს არ ეცნობება გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატი ითვლება რეგისტრირებულად და სააგენტო ვალდებულია გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა.“;
თ) მე-6 მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატი საქართველოში რეგისტრირდება შესაბამის ქვეყანაში რეგისტრაციის ვადით.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. გოროზია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები