საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1005
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 06/07/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.000.961
  • Word
1005
22/06/2001
სსმ, 22, 06/07/2001
200.000.000.05.001.000.961
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 270-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საგადასახადო სისტემის სრულყოფის მიზნით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე თანხების აკუმულირება და განაწილება“;

ბ) პირველ ნაწილში სიტყვები აქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საგადასახადო ორგანოების მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოების მატერიალური“;

გ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახსრების განაწილების წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.“.

2. 273-ე მუხლის 42-ე ნაწილის „ა“ და ბ“ ქვეპუნქტებში სიტყვები ,,საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საგადასახადო ორგანოების მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური“ შეიცვალოს სიტყვებით ,,საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოების მატერიალური“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 22 ივნისი.

№1005_IIს