დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.112.016059 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. ლანჩხუთი
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად ,
1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №10 დადგენილებაში (სსმ, ვებ პორტალი 110 405003, 11/0 4/2011წ.) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ ”
ბ) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №32 დადგენილების შესაბამისად“
გ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი (დანართის შესაბამისად).“
დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი “
ე) დადგენილების თანდართული წესის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წინამდებარე წესი აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან „სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა დაფინანსების“ მუხლში გათვალისწინებული თანხებიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა დაფინანსებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სხვადასხვა პროგრამიდან თანხის გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს ღონისძიებათა დაფინანსების ძირითად მოთხოვნებს.“ .
ვ) დადგენილების თანდართული წესის 1- ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 1. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამებია:
ა) საჩუქრებისა და პრიზების შეძენის პროგრამა;
ბ) ტურნირებისათვის ბურთების შეძენის პროგრამა;
გ) პატრიოტთა ბანაკებში ახალგაზრდების ტრანსპორტირების პროგრამა;
დ) სხვადასხვა ღონისძიებებზე მოსწავლეთა და ახალგაზრდების ტრანსპორტირების პროგრამა;
ე) მოსწავლეთა ექსკურსიებზე ტრანსპორტირების პროგრამა;
ვ) ფილმების ჩვენებასთან დაკავშირებული მომსახურების პროგრამა;
ზ) საბავშვო ბანაკების მომსახურების პროგრამა;
თ) სოც-კულტურული ღონისძიებების ორგანიზების პროგრამა;“ .
ზ) დადგენილების თანდართული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს .
თ) დადგენილების თანდართული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორის განცხადებას საჩუქრებისა და პრიზების შეძენის თხოვნის შესახებ, თან უნდა ახლდეს ჩასატარებელი ღონისძიებების პროგრამა.“ .
2 . დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები