დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.112.016058 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. ლანჩხუთი
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებაში (სსმ, ვებ პორტალი 110228035, 09/03/2011წ.) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“;
ბ) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №32 დადგენილების, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №91 განკარგულების შესაბამისად,“;
გ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი (დანართი №1).“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი“;
ე) დადგენილების თანდართული წესის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წინამდებარე წესი აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს.“;
ვ) დადგენილების თანდართული წესის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება შემდეგი ფულადი სოციალური დახმარებები:
ა) შეჭირვებულ ოჯახთა 3–18 წლამდე ასაკის ბავშვების ოპერაციების თანადაფინანსების პროგრამა;
ბ) II მსოფლიო ომის მონაწილეთა ერთჯერადი და სარიტუალო დახმარების პროგრამა;
გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა ოჯახების დახმარების პროგრამა;
დ) ცენტრ ,,იავნანას” თანადაფინანსების პროგრამა;
ე) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარებისა და დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა;
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების სარიტუალო ხარჯების თანადაფინანსების პროგრამა;
ზ) უსინათლოთა დახმარების პროგრამა;
თ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა;
ი) იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა;
კ) მშობიარობის თანადაფინანსების პროგრამა;
ლ) მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა;
მ) ბიკარბონატული ჰემოდიალიზით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამა;
ნ) ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გარდაცვლილი მეომრების ოჯახების დახმარების პროგრამა;
ო) მაღალმთიანი სოფლებიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა;
პ) 18 წლამდე დედ-მამით ობოლ ბავშვთა დახმარების პროგრამა;
ჟ) 18–60 წლამდე ასაკის მქონე მოსახლეობის ოპერაციების თანადაფინანსების პროგრამა;
რ) ხანდაზმულთა (100 წლის ზემოთ) ერთჯერადი დახმარების პროგრამა;
ს) ეკონომიურად შეჭირვებული ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფის პროგრამა.“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები