„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 14/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016055
  • Word
33
28/12/2011
ვებგვერდი, 05/01/2012
010260020.35.112.016055
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2011 წლის 28 დეკემბერი

 ქ. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებაში (სსმ v, №16, 25.08.2010 წ., მუხ.436) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელების (ასიგნების) ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარის მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე ხელს აწერს ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ან/და გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისას შესაბამის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებს, ასევე მათში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებს (ხელშეკრულებებს);“.

ბ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1 ქვეპუნქტი:

„ვ1) ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ან/და გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში გასცემს აქცეპტს, ითხოვს შესყიდვაში მონაწილე პირისაგან დაზუსტებებს, ახორციელებს კონტროლს ხელშეკრულების მხარის ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარეს უგზავნის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაფრთხილებებს და სხვა შეტყობინებებს, ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარეს უწესებს დამატებით ვადებს, იღებს გადაწყვეტილებებს ხელშეკრულების მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და მისგან გათავისუფლების თაობაზე, წარუდგენს ანგარიშებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, იხილავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს და წინადადებებს და ახორციელებს აღნიშნულ სფეროში სხვა უფლებამოსილებებს;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძე