დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1026 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.016101 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №1026
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467):
1. 401 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,401. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით ფასიანი საჩუქარი ((ქონება, მომსახურება ან სამუშაო), მაგრამ თითოეული გაცემისას არა უმეტეს 5000 ლარის ღირებულების/ოდენობისა) და/ან ერთჯერადი ფულადი დახმარება შეიძლება მიეცეს შემდეგ პირებს:
ა) ამ ბრძანების მე-40 პუნქტში მითითებულ პირთა ოჯახის ერთ-ერთ წევრს;
ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობამდე ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე, უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ან სპეციალური წოდების მქონე პირის ოჯახის ერთ-ერთ წევრს;
გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ ან დასახიჩრებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს (მათ შორის, დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს) ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს (მათ შორის, დათხოვნილ მოსამსახურეს);
დ) 41-ე პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო პირის (მათ შორის, შტატგარეშე საჯარო მოსამსახურის), აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაღუპული მოსამსახურის ოჯახის ერთ-ერთ წევრს;
ე) საომარი მოქმედებების დროს დაღუპული პირის ოჯახის ერთ-ერთ წევრს, თუ დაღუპულ პირს გავლილი ჰქონდა სამხედრო სარეზერვო სამსახური;
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს და მათი ოჯახის წევრებს.’’.
2. დანართ №18-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,41” პუნქტი:
,,
| 41 | სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის უფროსი | 1 000 |
’’.
მუხლი 2.
ბრძანების პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 8 აპრილიდან;
ბ) მეორე პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 8 აგვისტოდან.
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები