„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 22/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016071
  • Word
53
28/12/2011
ვებგვერდი, 05/01/2012
010250020.35.134.016071
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №53

2011 წლის 28 დეკემბერი

დაბა ქედა

„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №39 დადგენილებაში (სსმ,  06 .12 .2011.) შევიდეს შემდეგი ცვლილება :

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო დაწესებულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების მოვლა-პატრონობის, მათი საქმიანობის ორგანიზების და ხელშეწყობის უზრუნველყოფის შესახებ;“

ბ ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო დებულების (რეგლამენტის) 25-ე მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით – კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. კომისიის სხდომები იმართება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, თვეში ორჯერ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.“ .

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმ ჯდომარე           ბ .  დიასამიძე