„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 15/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016066
  • Word
48
28/12/2011
ვებგვერდი, 05/01/2012
010250020.35.134.016066
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
ქედის მუნიციპალიტეტი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 დადგენილება №48

2011 წლის 28 დეკემბერი

დაბა ქედა

„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 10 წლის 24 აგვისტოს 19 დადგენილებ აში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1

„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 10 წლის 24 აგვისტოს 19 დადგენილებ აში ( სსმ V, 21, 03.09.2010, მუხ. 600) შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო დებულების (რეგლამენტის) 25-ე მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. კომისიის სხდომები იმართება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, თვეში ორჯერ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.“.

ბ) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 1111 მუხლი ამოღებულ იქნეს.

) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებას (რეგლამენტს) დაემატოს 1131 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1131. საზოგადოებრივი დარბაზი

1. ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულო ის უზრუნველსაყოფად საკრებულოს განკარგულებით შეიძლება შე იქმნას საზოგადოებრივი დარბაზი.

2. საზოგადოებრივი დარბაზი შედგება:

ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან, მათი ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე;

ბ) თვითმმართველობის ტერიტორიაზე რეგისტრირებული აქტიური საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებისაგან, მათი განცხადების საფუძველზე.

3. საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რეგისტრაციას ახდენს საკრებულოს აპარატი. საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რეგისტრაცია ხდება საკრებულოს თავ ჯდომარის შესაბამისი ბრძანების გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში. საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რაოდენობა არ შეიძლება იყოს შეზღუდული.

4. საზოგადოებრივი დარბაზის შემადგენლობის განახლების მიზნით საკრებულოს თავ ჯდომარე ყოველი წლი 1 თებერვლამდე გამოსცემს ბრძანებას. აღნიშნული ბრძანების გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის განმავლობაში საკრებულოს აპარატი ახდენს საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რეგისტრაციას. საზოგადოებრივი დარბაზის ახალი წევრების რეგისტრაცია არ იწვევს დარბაზის ძველი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას.

5. საზოგადოებრივი დარბაზი იქმნება საკრებულოს უფლებამოსილების ვადით საზოგადოებრივი დარბაზის წევრობის უფლება არ ეზღუდებათ პირებს, რომლებიც მანამდე იყვნენ საზოგადოებრივი დარბაზის წევრები.

6. საზოგადოებრივი დარბაზი იკრიბება თვეში ერთხელ მაინც, ყოველი თვის პირველი კვირის ორშაბათ დღეს. საკრებულოს თავჯდომარის საკრებულოს აპარატთან შეთანხმებით შეუძლია განსაზღვროს საზოგადოებრივი დარბაზის შეკრების სხვა დღე, რის შესახებაც დროულად უნდა ეცნობოს საზოგადოებრივი დარბაზის წევრებს.

7. საზოგადოებრივი დარბაზის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საზოგადოებრივი დარბაზის რეგისტრირებულ არანაკლებ 5 წევრის ინიციატივით, წინადადების საკრებულოს აპარატში შეტანიდან 10 დღის ვადაში.

8. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი ან/და მათ მიერ განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე.

9. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე.

10. საზოგადოებრივი დარბაზი უფლებამოსილია:

ა) წინასწარ განიხილოს საკრებულოს კომისიის სამუშაო გეგმის პროექტები, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები განხილულ პროექტებთან დაკავშირებით;

ბ) საკრებულოს ბიუროს შესთავაზოს საკრებულოს დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა;

გ) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტების პროექტები და გამოთქვას თავისი მოსაზრებები;

დ) მოამზადოს, განიხილოს და წარუდგინოს საკრებულოს ან/და გამგებელს წინადადებები შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ.

11. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომის ოქმის შედგენას და სხდომის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

12. საზოგადოებრივი დარბაზის წევრების უფლებები და მოვალეობები, საზოგადოებრივი დარბაზის სხდომის წარმართვის წესი და პირობები განისაზღვრება საზოგადოებრივი დარბაზის შესახებ საკრებულოს განკარგულებით.“.

მუხლი 2 

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                           ბ. დიასამიძე