„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016077
  • Word
57
28/12/2011
ვებგვერდი, 04/01/2012
010260020.35.108.016077
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №57

2011 წლის 28 დეკემბერი

ქ. სენაკი

 „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებს განსაზღვრის შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 1. „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებს განსაზღვრის შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 ნოემბრის №51 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 25/11/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 2. ხარჯების ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარისთვის წარსადგენად საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს წინა თვის 1 რიცხვიდან მიმდინარე თვის 1 რიცხვამდე არსებული მდგომარეობით არა უგვიანეს მიმდინარე თვის 1 რიცხვის მომდევნო სამუშაო დღეს (თუ ზემოთ აღნიშნული რიცხვები ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღს). საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვრავს ანაზღაურების ნაკლებ ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების ფაქტობრივი მონაცემები განსხვავდება სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისგან.“.

 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 3. დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

საკრებულოს თავმჯდომარე                ბ. ნარმანია