„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240020.32.057.016068
  • Word
47
27/12/2011
ვებგვერდი, 05/01/2012
010240020.32.057.016068
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №47

2011 წლის 27 დეკემბერი

 ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

 1 ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №54 (22.798) 06.04.07) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს ,,ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1“ ქვეპუნქტი:

 ,,ი1 პროტოკოლის დეპარტამენტი;“;

 ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულების 112 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      ,,მუხლი 112. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი

 თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

 ა) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის საერთაშორისო ურთიერთობის განხორციელების ხელშეწყობა;

 ბ) რეგიონული საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის თანამშრომლობის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

 გ) რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

 დ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის მიერ ხელშეკრულებები დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;

 ე) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

 ვ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;

 ზ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

 თ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“;

  გ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას მე-12 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

      ,,მუხლი 121. პროტოკოლის დეპარტამენტი

 თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პროტოკოლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

 ა) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ორგანიზაციული ღონისძიებების უზრუნველყოფა;

 ბ) მთავრობის თავმჯდომარის საზღვარგარეთ ვიზიტებისა და მთავრობის თავმჯდომარის სტუმრების აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტების ჩატარების, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარესთან უცხოელი სტუმრების აუდიენციების უზრუნველყოფა;

 გ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის ორგანიზება და შესაბამისი საპროტოკოლო-ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

 დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების საპროტოკოლო ღონისძიებათა უზრუნველყოფა;

 ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გასამართ სხვადსხვა ღონისძიებებში მთავრობის თავმჯდომარის, მინისტრების მონაწილეობის ორგანიზება;

 ვ) ოფიციალური ვიზიტების საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზება;

 ზ) უცხოეთის სახელმწიფოებში მივლინებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;

 თ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

 კ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა

 ი) დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“.

 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 მთავრობის თავმჯდომარე                        ლ. ვარშალომიძე