,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 03/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2012
ძალაში შესვლის თარიღი 03/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240070.08.002.016403
  • Word
1
03/01/2012
ვებგვერდი, 03/01/2012
010240070.08.002.016403
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1

201 2 წლის 3 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის  შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულება (სსმ III, 2006 წ., №88, მუხ. 1166) დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 პუნქტი:

„211. უცხო სახელმწიფოსა და საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების, სამედიცინო დაზღვევის და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმებია:

დასახელება

უცხოური

ვალუტის

დასახელება

ხარჯების დასახელება

მივლინების

ანაზღაურებ

სამედიცინო

დაზღვევა

შენახვის

ხარჯების

ნორმები

სულ

სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერი ნეაპოლის საზღვაო ძალების გაერთიანებული სარდლობის შტაბში

ევრო

1 150

700

2 000

3 850

შენიშვნა:

1. მივლინებაში მყოფი პირი შენახვის ხარჯების ასანაზღაურებლად ვალდებულწარმოადგინოს ბინის დაქირავების  ხელშეკრულება.

2. ამ ბრძანებულების 211 პუნქტით დადგენილი ნორმის ფარგლებში სამედიცინო დაზღვევის თანხის ანაზღაურება ხდება სასაზღვრო  პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, ფაქტობრივად გაწეული ხარჯებ ის მიხედვით.

3. მივლინებული მეკავშირე ოფიცრის  როტაციასთან დაკავში-რებული პირველადი მოწყობის ერთჯერადი ხარჯების ანაზღაურება ხდება წინასწარ,  სასაზღვრო  პოლიციის უფროსის მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3850 (სამი ათას რვაას ორმოცდაათი) ევროს.

4. გრძელვადიან მივლინებაში მყოფი მეკავშირე  ოფიცრის მოკლევადიანი მივლინებისას ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობისა და განთავსების ხარჯები.

5 . მივლინებულ მეკავშირე  ოფიცერსა და მისი ოჯახის თითოეულ წევრს აუნაზღაურდება:

ა) მივლინებისა და კუთვნილი შვებულების შემთხვევაში – საქართველოში/საქართველოდან მგზავრობის ეკონომკლასის ბილეთები ღირებულება ;

 ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების, აგრეთვე მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის გამო მივლინების შეწყვეტისას) ან  მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხარჯები, ხოლო პირადი ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში – აგრეთვე გადაზიდვის ხარჯები - არა უმეტეს 200 (ორასი) ევროს ოდენობით.

6 . როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის გამო მივლინების შეწყვეტისას) ან  მივლინების ვადის გასვლის გამო მეკავშირე  ოფიცრის გამოწვევა სასაზღვრო  პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტის შესაბამისად შესაძლებელია  სამსახურიდან გათავისუფლების თარიღიდან არა უმეტეს 20 კალენდარული დღის ვადაში.

7 . ამ შენიშვნის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მეკავშირე ოფიცერს მიეცემა ამ ბრძანებულების 211 პუნქტით განსაზღვრული გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯები სასაზღვრო  პოლიციის უფროსის  სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.

 8. თუ მეკავშირე ოფიცრის მივლინების შეწყვეტა ხდება დისციპლინური გადაცდომის ან პირადი განცხადების საფუძველზე, იგი ვალდებულია დააბრუნოს  წინასწარ გაცემული ბოლო თვის შენახვის ხარჯები მივლინების შეწყვეტის შემდეგ დარჩენილი დღეების გათვალისწინებით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი