სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

  • Word
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 04/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.114.016095
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
72
30/12/2011
ვებგვერდი, 04/01/2012
210020010.35.114.016095
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/01/2012 - 31/01/2020)

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 72

2011 წლის 30 დეკემბერი

დ. ჩოხატაური

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მოსაკრებელი სათამაშო ბიზნესისათვის.

    მუხლი 2

დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის წესისა და განაკვეთების შესახებ" (თან ერთვის).

    მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის №40 დადგენილება – „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“.

    მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე              ა. ხუნდაძე

დანართი

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის

გადახდის წესისა და განაკვეთების შესახებ

    მუხლი 1. მოსაკრებლის გადამხდელი

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას.

    მუხლი 2. მოსაკრებლის ობიექტი

1. აზარტული და მომგებიანი თამაშებისათვის გამოყენებული სათამაშო მაგიდები, სათამაშო აპარატები;

2. სათამაშო მაგიდები და სათამაშო აპარატები;

3. წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;

4. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა;

5. ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები;

6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.

    მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთები

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში –  15 000 ლარით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში –  1 500 ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე –  საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;

ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 000 ლარი.

    მუხლი 4. ანგარიშგება და გადახდის წესი

1. წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

2. წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით (თანხით).

3. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

4. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებელი გადაიხადოს მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.

5. სამორინეს მოწყობის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვების მფლობელები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.

6. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის, მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სათამაშო მაგიდებისა და სათამაშო აპარატებისათვის და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სათამაშო მაგიდებისა და სათამაშო აპარატების დადგმასა და სალაროების მოწყობაზე.

7. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:

ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გაიცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები;

ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს.

8. თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.

9. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში აღირიცხება თამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) სახელზე.

10. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის (დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

11. ლატარიის მომწყობნი (ორგანიზატორები) ვალდებული არიან ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებში ყოველკვარტალურად წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

    მუხლი 5. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება

1. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება განახორციელოს საგადასახადო ორგანომ.

2. საგადასახადო ორგანო სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით.

    მუხლი 6. პასუხისმგებლობა

ინსტრუქციის დარღვევისათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.