ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინფორმაციო–ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინფორმაციო–ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 14/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016092
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
70
30/12/2011
ვებგვერდი, 04/01/2012
010260020.35.114.016092
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინფორმაციო–ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/01/2012 - 07/08/2014)

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 70

2011 წლის 30 დეკემბერი

დაბა ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის დებულება (თან ერთვის).

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე              ა. ხუნდაძე

დანართი      

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის დებულება        

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახური (შემდგომში _ სამსახური), არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით მიღებული სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებას, კომპიუტერული ქსელისა და სისტემის ადმინისტრირებას, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

3. სამსახური ანგარიშვალდებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის წინაშე.

4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ჩოხატაური, წერეთლის ქუჩა №2.

     მუხლის 2. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით მიღებული საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების ელექტრონული ვერსიების გამოქვეყნებას;

ბ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;

გ) მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის, ქსელური მოწყობილობების და სერვისების გამართულად მუშაობას;

დ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნას;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მხარდაჭერას მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის, ქსელური მოწყობილობების და სერვისების საკითხებში.

2. სამსახური საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში განსაზღვრავს:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საინფორმაციო სისტემის ზოგად პარამეტრებს;

ბ)  სისტემით სარგებლობის ზოგად წესებს;

გ)  სისტემის გამოყენების პერიოდულობას.

3. სტატისტიკის სფეროში:

ა) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოდან, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, ანალიზს და მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნას.    

4. სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

    მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) სპეციალისტი აპარატურული და ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში;       

გ) სპეციალისტი ვებგვერდის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის წარმოების საკითხებში.

2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

3. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ვალდებულებების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს მასზე დაქვემდებარებულ პირებს შორის და კონტროლს უწევს მათ საქმიანობას.

4. სამსახურის სპეციალისტებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

 5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის ბრძანების საფუძველზე მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

    მუხლი 4. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები

1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;

ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 

2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.

    მუხლი 5. სამსახურის დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა

  სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილების და დამატების შეტანა ხდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.