დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აგვისტოს №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.114.016091 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №69
2011 წლის 30 დეკემბერი
დ. ჩოხატაური
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აგვისტოს №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აგვისტოს №53 დადგენილებაში (სსმ, 12.09.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი“.
მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ზ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლი.
მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლი.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები