დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.114.016088 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №66
2011 წლის 30 დეკემბერი
დაბა ჩოხატაური
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად საკრებულო ადგენს:
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ –ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში (სსმ, 26. 01. 2011წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ,,ს“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს“.
მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ,,ტ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ტ) ახორციელებს გამგეობის დებულებითა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს“.
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტში სიტყვა ,,ჰყავს“ შემდეგ სიტყვა ,,ორი“, შეიცვალოს სიტყვით ,,სამი“.
მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) სახანძრო-სამაშველო სამსახური;“.
მუხლი 5
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,მ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახური“.
მუხლი 6
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:“.
მუხლი 7
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) სახანძრო-სამაშველო სამსახურის შემადგენლობა:“.
მუხლი 8
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) მუნიციპალური შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის შემადგენლობა:
ბ.ა) სამსახურის უფროსი;
ბ.ბ) განყოფილების უფროსი;
ბ.გ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირები“.
მუხლი 9
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,12. საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირება და ვებ გვერდის ადმინისტრირება;
ბ) სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის შემადგენლობა:
გ.ა.) სამსახურის უფროსი;
გ.ბ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირები.
დ) სამსახურის უფროსისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირის საქმიანობა კონკრეტული სფეროების მიხედვით განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგებელი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით“.
მუხლი 10
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები