დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „საგზაო ტექნიკის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 დეკემბრის N380 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 512 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 30/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.016672 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №512
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„შპს „საგზაო ტექნიკის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 დეკემბრის №380 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს „საგზაო ტექნიკის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 დეკემბრის №380 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული შესყიდვების სპეციალური წესის:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული თითოეული სახის საქონლისა და მომსახურების ღირებულება 1 კალენდარული (სამეურნეო) წლის განმავლობაში არ აღემატება 1 500 000 ლარს;“.
2. მე-16 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
ბ) მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება საქონლის შესყიდვის შემთხვევაში აღემატება 200 000 ლარს, ხოლო მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში – 500 000 ლარს;
ე) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადები;“;
გ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ანგარიშსწორების ფორმა და გრაფიკი;“;
ე) მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე‑16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს.“.
4. შპს „საგზაო ტექნიკის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის №1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შპს „საგზაო ტექნიკის“ მიერ შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები