დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 511 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 30/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.016671 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №511
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 624) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხებს უშუალოდ წარადგენენ: მთავრობის წევრი, აჭარის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, მთავრობის კანცელარიის უფროსი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, მთავრობის კანცელარიის ქვედანაყოფის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის გადაწყვეტილებით – სხვა პირი.“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები