„სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მიღების თარიღი 29/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 210020010.21.014.016030
  • Word
23
29/12/2011
ვებგვერდი, 03/01/2012
210020010.21.014.016030
„სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება 23

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებით (ვებგვერდი, 23.06.2011) დამტკიცებული „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სისტემის მეშვეობით ერთი სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის საფასურის ოდენობა შეადგენს:

ა) 50 ლარს, როდესაც შესაბამის ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულების მომენტისთვის სატენდერო წინადადება წარმოადგინა სულ მცირე ერთმა პრეტენდენტმა ან როდესაც ტენდერს მიენიჭა სტატუსი „ტენდერი შეწყვეტილია“. ამ თანხიდან კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ, დარჩენილი თანხის 80% მიემართება გაზეთ „24 საათის“ ანგარიშზე, ხოლო 20% – სააგენტოს ანგარიშზე, სააგენტოსა და გაზეთ „24 საათს” შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;

ბ) 25 ლარს, როდესაც შესაბამის ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულების მომენტისთვის სატენდერო წინადადება არ წარმოუდგენია არცერთ პრეტენდენტს. ამ თანხიდან კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ, დარჩენილი თანხის 80% მიემართება გაზეთ „24 საათის“ ანგარიშზე, ხოლო 20% – სააგენტოს ანგარიშზე, სააგენტოსა და გაზეთ „24 საათს” შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ურჯუმელაშვილი