მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლისა და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ

  • Word
მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლისა და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.155.016065
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
59
30/12/2011
ვებგვერდი, 03/01/2012
210020010.35.155.016065
მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლისა და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/01/2012 - 27/10/2014)

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №59

2011 წლის 30 დეკემბერი

ქ. წალკა

მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლისა და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ 25-ე მუხლის თანახმად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

განისაზღვროს წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთი და შესაბამისი ინსტუქციები თანდართული დანართის მიხედვით.

მუხლი 2

დადგენილების ძალაში შესვლიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 თებერვლის №3 დადგენილება.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        . მაჩიტიძე

 

დანართი

მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს.

    მუხლი 2. ნებართვის გაცემის და დაბეგვრის ობიექტი

1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა: მშენებლობაზე, რეკონსტრუქციაზე, დემონტაჟზე, დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟ/განთავსებაზე.

2. ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობა.

    მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

2. მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებულ ობიექტთა მშენებლობა/რეკონტრუქცია.

    მუხლი 4. მოსაკრებლის განაკვეთი

დადგინდეს წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთი შემდეგი ოდენობით:

ა) ქალაქი – კომერციული საქმიანობის ნაგებობაზე 1 კვ. მეტრზ – 1 ლარი; საცხოვრებელ სახლზე – 50 თეთრი 1 კვ.მ.

ბ) სოფელი – კომერციული საქმიანობის ნაგებობაზე 1 კვ.მეტრზე – 70 თეთრი; საცხოვრებელ სახლზე – 30 თეთრი 1 კვ.მ,

    მუხლი 5. მოსაკრებლის გამოანგარიშების წესი

მოსაკრებელი გამოიანგარიშება მშენებარე ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის (კვადრატული მეტრი) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.

    მუხლი 6. მშენებლობის ნებართვის გამცემი

მშენებლობის ნებართვას გასცემს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის აქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური.

    მუხლი 7. დასკვნითი დებულებანი

მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი გადაიხდევინება წინასწარ, სარგებლობის უფლების მინიჭებამდე და მთლიანად ირიცხება წალკის თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივ ბიუჯეტში.