დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.109.016047 |
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. მარტვილი
„ მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ 2011 წლის 9 დეკემბრის № 5453–II-ს საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. შეტანილ იქნე ს ცვლილება ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 მარტის №3 დადგენილების (სსმ, 23.03.2 011წ. ) №1 დანართში,
1. №1 დანართის მე- 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;
ბ) თითეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 35 000 ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10 %;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1 500 ლარი.“.
მუხლი 2. დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. გოროზია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები