„შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურებაზე ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №440 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 496
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 15/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 300230000.10.003.016656
  • Word
496
27/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
300230000.10.003.016656
„შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურებაზე ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №440 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 496

2011 წლის 27 დეკემბერი

. თბილისი

„შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურებაზე ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის440 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურებაზე ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის 440 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 02/12/2011) და პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (გარდა შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა) ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003289 სახაზინო კოდზე, ხოლო შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003290 სახაზინო კოდზე და შესაბამისი მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარედგინება ექსპორტის დეკლარაციასთან ერთად.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 15 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                    . გილაური