დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.131.016070 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №43
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. ქობულეთი
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის № 20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის № 20 დადგენილებაში (სსმ 28.03.2011 წ. ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1.მე-4 პუნქტს დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი.
,, ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ
განთავსებული სისტემურ - ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობის თითოეულ სალაროზე 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი კვარტალში.“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები