დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 195/42 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 30/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010230000.20.013.016006 |
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
ბრძანება №195/42
2011 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებით (სსმ III, 12.03.2009 წ., №28, მუხ.359) დამტკიცებულ „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი :
,,თ. პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური.“;
ბ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
,,9. პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური ,,საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ და ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მიზნებისა და მოთხოვნების შესაბამისად:
ა. ახორციელებს პარტიის ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას, ანალიზს და შემოწმებას;
ბ. უზრუნველყოფს პარტიის დაფინანსების გამჭვირვალობას;
გ. დაინტერესებულ პირებს უწევს კონსულტაციას პარტიის დაფინანსების საკითხებზე;
დ. უზრუნველყოფს შესაბამის რეაგირებას პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე;
ე. ასრულებს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის დავალებებს.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ბეჟაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები