„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 494
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 30/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016654
  • Word
494
27/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
010240030.10.003.016654
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 494

2011 წლის 27 დეკემბერი

. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილეის შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საგარეო საქ­მეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1479) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამო­ცა­ნაა სამინისტროს ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმია­ნო­ბის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს სამინისტროს ხელმძღვანელ პირ­თა საკონტროლო დავალებების შესრულების კონტროლს, საქმისწარ­მოების ფუნქციების განხორციელებას; სამინისტროს სისტემის ფინან­სური უზრუნველყოფა; სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვა და ფორ­მირება; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახ­­რებით, დამტკიცებული გეგმის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყ­ნე­­ში არსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლო­ბე­ბის და­­ფინანსება და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების კო­­­ტროლის პროცედურების უზრუნველყოფა; სამინისტროში ბუღალ­ტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება; „სახელმწიფო შესყი­დვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს სი­სტემის საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შე­­სყიდვის დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი; სამინისტროს სი­­სტემის ფინანსური წესრიგის უზრუნველსაყოფად სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა; სამინისტროს სისტემის სამუშაო პირობების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა და კონტროლი; დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე კაპიტალუ­რი შეკეთებისა და რეკონსტრუქციის სამუშაოთა ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა; სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო-კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის შექმნა; ინფორმაციის დაცვის თანა­მედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველ­ყოფა; სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახუ­რება;“.

2. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „“ ქვეპუნქტი:

„უ) საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო, რომლის ძირი­თა­დი ამოცანაა სამინისტროში საიდუმლო დოკუმენტბრუნვის სისტე­მა­ტიზაცია და საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, სამინის­ტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის უზრუნველ­ყოფის ღონისძიებათა შემუშავება და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის კონტროლი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                  ნ. გილაური