განჩინება შპს „მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

  • Word
განჩინება შპს „მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/11595-10
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 29/12/2011
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/11595-10
29/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
განჩინება შპს „მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

2011 წლი  29 დეკემბერი                   

 ქ.  თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი: მოვალეშპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანი’’

საიდენტიფიკაციო კოდი 205203849

წარმომადგენელი: ლევან თარგამაძე (დირექტორი);

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2010 წლის 8 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის დირექტორმა ლევან თარგამაძემ და ითხოვა აღნიშნული საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა. 2010 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მიღებული იქნა წარმოებაში, გაკოტრების მმართველად დანიშნულ იქნა ალექსანდრე ქოროღლიშვილი.

2011 წლის 6 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის’’ გაკოტრების მმართველმა ალექსანდრე ქოროღლიშვილმა და მოითხოვა გაკოტრების მმართველის მოვალეობისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ არის ავად, საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას და ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას.

2011 წლის 12 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით დაინიშნა კრედიტორთა კრება 2011 წლის 29 დეკემბერს, 14:15 საათზე, რომელზეც განხილულ იქნა საკითხი გაკოტრების მმართველის ალექსანდრე ქოროღლიშვილის დაკისრებული მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლებისა და შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის’’ გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა მიერ არჩეული გაკოტრების მმართველის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ერთ-ერთი კრედიტორის განცხადების საფუძველზე, განიხილოს გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გაკოტრების მმართველად ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ცვლილება უნდა დარეგისტრირდეს ამ კანონით განსაზღვრული წესით. მოცემულ შემთხვევაში გაკოტრების მმართველი ალექსანდრე ქოროღლიშვილი ავადმყოფობის გამო ვერ ახორციელებს თავის მოვალეობას, რის გამოც განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და გაკოტრების მმართველად დამტკიცდეს აღსრულების ეროვნული ბიურო.

    სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285- მუხლებით

:

1. გაკოტრების მმართველად დაინიშნოს აღსრულების ეროვნული ბიურო;

2. დაევალოს გაკოტრების მმართველს კანონით დადგენილი წესით მოახდინოს რეესტრში ცვლილებები;

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.TCC.gov.ge;

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოყვეყნებიდან  5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე          თ. ჭუნიაშვილი