,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 03/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.120.016051
  • Word
33
27/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
210020010.35.120.016051
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 დადგენილება № 33

2011  წლის 27 დეკემბერი

ქ. სამტრედია                                                                                                  

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 თებერვლის №34  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“-ქვეპუნქტის,  43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 თებერვლის №34  დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)  სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 40 000 ლარი;“

დ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

 „ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 5000 ლარი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე                                      ა.  ჯვარშეიშვილი