დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში” ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 28/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400020010.16.009.016034 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დადგენილება №23
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში” ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:
მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების” (სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ. 1748) 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ქ. თბილისის ძველი საზღვრების ფარგლებში სასმელი წყლით მომარაგება (26.12.06 წლის მდგომარეობით) 2013 წლის პირველი იანვრიდან და შემდეგ იყოს უწყვეტი (24-საათიანი), ამასთან, მომხმარებელთა წყალმომარაგების პირობები არ უნდა გაუარესდეს;“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის წევრი მ. ნადირაძე
კომისიის წევრი ზ. გაბელაია
კომისიის წევრი ს. მესხი
კომისიის წევრი გ. შონია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები