ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ზონების მიხედვით ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.151.016072
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
53
29/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
010250000.35.151.016072
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ზონების მიხედვით ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (30/12/2011 - 27/01/2012)

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №53

2011 წლის 29 დეკემბერი

დ.სტეფანწმინდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ზონების მიხედვით ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1. განისაზღვროს ჯარიმის ოდენობები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე              გ. მალანია

დანართი №1

ჯარიმის ოდენობები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი ზონების მიხედვით

1

2

3

4

ზონა

ზონის აღწერა

ჯარიმის ოდენობა (ლარებში) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე

1

I ზონა

 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის ს-3 საქართველოს პრეზიდენტის 27.05.2011წ.N287 ბრძანებულება) ნაპირიდან 50 მ-იანი ზოლი, დ.გუდაურის ტერიტორიის გარდა(ქ.თბილისის მთავრობის დადგ.N12.01.465,18.05.2011წ.)

0,2

2

II ზონა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიაზე გამავალი შიდასახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების შ-146 (საქართველოს პრეზიდენტის 27.05.2011წ.N287 ბრძანებულება)    და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნაპირიდან მიმდებარე ორივე მხარეს არსებული 50-მეტრიანი ზოლი.

0,15

3

III ზონა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გამავალი შიდასახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების შ-146,შ-147( (საქართველოს პრეზიდენტის 27.05.2011წ.N287 ბრძანებულება) და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ნაპირიდან მიმდებარე ორივე მხარეს არსებული 50-მეტრიანი ზოლი.

0,1

შენიშვნა: „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ჯარიმა პირს დაერიცხება მშენებარე ობიექტის კონსერვაციის ვადაშიც.