I-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ

  • Word
I-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016046
  • Word
25
29/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
010250020.35.130.016046
I-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. საჩხერე

I-ლი კლასის შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1.

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე და საქართველოს მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლით გათვალის­წინე­ბუ­ლი პროცედურის დაცვით შესაძლებელია საჩხერის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

    მუხლი 2.

 საჩხერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭოს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურს.

    მუხლი 3.

დადგენილების მე–2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებულ ტერიტორიაზე საფარი ან/და მოიყვნოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა

და არქიტექტურის სამსახურისთვის შეტყობინებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ

სამუშაოთა სირთულის გამო ამ ვადაში შეუძლებელია, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურს წარუდგინოს მოტივირებული წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დამატებით, არა უმეტეს ათ კალენდარულ დღეში, განხორციელების შესახებ.

    მუხლი 4.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილება.

    მუხლი 5.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. აბჟანდაძე