დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.105.016059 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №42
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. ზუგდიდი
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ 2011 წლის 9 დეკემბრის N5453–II-ს საქართველოს კანონის შესაბამისად:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის N4 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლები და მათი განაკვეთები:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 21 000 ლარი;
ბ) თითეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 45 000 ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15 %;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 5000 ლარი.“.
მუხლი 2. დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. კონჯარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები