დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 309 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.030.016037 |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №309
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებით (სსმ III, 28.11.2008, №169, მუხ.1737) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სტაჟირების ვადა შეადგენს 6 თვეს. სამინისტროში სტაჟირების ვადის გაგრძელება დასაშვებია 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ არა უმეტეს ერთი წლის ვადით, პირადი განცხადების საფუძველზე, დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, იმავე ან სხვა დეპარტამენტში.”;
ბ) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტს „ვ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ზ”, „თ” და „ი” ქვეპუნქტები:
„ზ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ი) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები