„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 221/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 300160080.22.022.016258
  • Word
221/ნ
29/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
300160080.22.022.016258
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 221/ნ

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების  ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით (სსმ III, 01.10.2010  126  მუხ.1839) დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვოს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარებისათვის აუცილებელი ინფორმაციის დადასტურების ფორმები.“;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე განცხადება შესაძლებელია შეიცავდეს დაინტერესებული პირის დადასტურებას საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის შესახებ.“;

გ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. თუ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების აღიარების განცხადება შეიცავს დაინტერესებული პირის დადასტურებას საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის შესახებ, გამოიცემა შუალედური გადაწყვეტილება, სადაც მიეთითება სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის სწავლის შედეგებთან. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საფუძველია. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.“;

დ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. თუ უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი, პროფესიული ან უმაღლესი განათლების აღიარების განცხადება შეიცავს დაინტერესებული პირის დადასტურებას საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის შესახებ, გამოიცემა პირობითი გადაწყვეტილება, სადაც მიეთითება უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საფუძველია. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა..

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი