დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 876 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111229072, 29/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140120000.08.002.016401 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №876
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის № 538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის № 538 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., № 126, მუხ. 1050) პირველი პუნქტით დამტკიცებულ თანამდებობრივ ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში:
1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.
2. სამსახურებრივ მოვალეობა თა შესრულებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცული ტერიტორიების სააგენტოს:
ა) თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე;
ბ) შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, მთავარი სპეციალისტი, სპეციალისტი;
გ) დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დ ირექტორი;
დ) დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;
ე) დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი;
ვ) სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დირექტორი;
ზ) სახელმწიფო ნაკრძალის ად მინისტრ აციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;
თ) სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი;
ი) ერ ოვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი;
კ) ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;
ლ) ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი;
მ) აღკვეთილის ადმინისტრაციის დირექტორი;
ნ) აღკვეთილის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;
ო) აღკვეთილის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი.“;
ბ) მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ _ ბუნებრივი რესურსების სააგენტოში:
ა) სააგენტოს უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე;
ბ) გენერალური ინსპექციის თანამშრომლები;
გ) მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები;
დ) ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები.“.
2 . ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები