„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 220/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016257
  • Word
220/ნ
29/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
040030000.22.022.016257
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 220/ნ

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით (სსმ III, 15.09.2010 წ., №117, მუხ. 1733) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების განხორციელება;

კ) სკოლის სახელმძღვანელოს შესაბამისობის დადგენა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, მისი შეფასება და სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება.;

ბ) მე-3 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობა შეწყვეტილ დაწესებულებაში განათლება მიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, ასევე ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების განათლების აღიარებას და გასცემს განათლების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტს პროფესიულ დიპლომს/დიპლომს;;

გ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 და 7 ქვეპუნქტები:

1) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივ სისწორეს;

7) ახორციელებს სკოლის სახელმძღვანელოს შესაბამისობის დადგენას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, მისი შეფასებას და სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭებას.;

დ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაცია (სამსახური);

ბ) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სამსახური;

გ) საგანმანათლებლო პროგრამებისა და განათლების აღიარების სამსახური;

დ) რეესტრის წარმოების, აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახური;

ე) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური;

ვ) სტრატეგიული განვითარების სამსახური;

ზ) მონიტორინგის სამსახური.;

ე) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. ადმინისტრაციის (სამსახური) ფუნქციები

ადმინისტრაცია (სამსახური):

) შეიმუშავებს ცენტრის ბიუჯეტის პროექტს და შესყიდვების გეგმას;

) წარმართავს ცენტრის მიმდინარე ფინანსურ საქმიანობას, მათ შორის, ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი საფასურების მიღებისა და ანგარიშგების უზრუნველყოფას;

) აწარმოებს ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებას და ადგენს ბალანსს;

) ახდენს შესყიდვების ორგანიზებას;

) ახდენს ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური რესურსის შეფასებას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი გაუმჯობესების თაობაზე;

) პასუხისმგებელია ცენტრის საკომუნიკაციო და ელექტრონული ტექნოლოგიების გამართულ ფუნქციონირებაზე;

) ახორციელებს ცენტრის ადამიანური რესურსების მართვას;

) წყვეტს ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში სახელშეკრულებო საფუძველზე სპეციალისტების მოწვევისა და გათავისუფლების ორგანიზაციულ საკითხებს;

) ახროციელებს ცენტრის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას;

) ახდენს ცენტრის ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზებას;

) აკონტროლებს კორესპონდენციებზე პასუხების დადგენილ ვადებში შესრულებას;

) აწარმოებს დოკუმენტაციის არქივს;

) ახდენს საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნ­ველ­ყოფას;

) წარმართავს ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობას;

) ახორციელებს ცენტრის ვებგვერდის მენეჯმენტს.;

ვ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

ო) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივ სისწორეს.;

ზ) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

ჟ) ახდენს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის პროფესიული დიპლომის/დიპლომის გაცემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.;

თ) მე-11 და 111 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციები

სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური:

) შეიმუშავებს სამუშაო აღწერილობებს, სამსახურებრივ ინსტრუქციებს, ცენტრის შინაგანაწესისა  და ცენტრის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა შიდა სამართლებრივი აქტების პროექტებს;

) დადგენილი წესით მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენს ცენტრს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში და სასამართლოში;

) ხელს უწყობს ნორმატიული ბაზის სრულყოფას;

) უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების და ნოვაციების გაცნობას;

) უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივ ხელშეწყობას;

) უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  მიერ მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

) უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და  ხელშეკრულების პროექტის მომზადებაში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას; 

) კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობას სასამართლოში;

) უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის საიჯარო, შესყიდვების და სხვა სახის პროცედურებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევას და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას.

    მუხლი 111. სტრატეგიული განვითარების სამსახურის ფუნქციები

სტრატეგიული განვითარების სამსახური:

ა) შეიმუშავებს ცენტრის სტრატეგიული განვითარების გეგმას;

ბ) უზრუნველყოფს ცენტრის გაწევრიანებას საერთაშორისო ორგანიზაციებში და ახორციელებს მათთან შემდგომ თანამშრომლობას. ამ ორგანიზაციების რეკომენდაციების საქართველოში დამკვიდრების მიზნით ახდენს ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს და მათი იმპლემენტაციის გზების დასახვას;

გ) ქმნის საერთაშორისო ექსპერტების საინფორმაციო ბანკს, აწარმოებს მოლაპარაკებებს მოკლე და გრძელვადიანი ვიზიტების თაობაზე და უზრუნველყოფს სამუშაო გეგმის შემუშავებას;

დ) ხელს უწყობს ცენტრისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართვას  საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, გეგმავს და ახორციელებს ერთობლივ საერთაშორისო პროექტებს;

ე) ახდენს სამიტების, ტრენინგების, სემინარების, ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციების ჩატარების ორგანიზებას;

ვ) უზრუნველყოფს ცენტრის ყოველწლიური ანგარიშის შემუშავებას;

) განსაზღვრავს ეროვნული შეფასების ამოცანებსა და მიზნებს, შეიმუშავებს ეროვნული შეფასების სისტემის ძირითად მიმართულებებს, შეფასების სფეროს განვითარების მიზნით ატარებს შესაბამის კვლევებს;

) ატარებს მოსწავლეთა და სტუდენტთა მიღწევების ეროვნულ და საერთაშორისო შეფასებებს, აგროვებს მონაცემებს, ახორციელებს მათ ანალიზს და ამზადებს ანგარიშს, შეიმუშავებს საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს;

) ახორციელებს ეროვნული შეფასების პროცესის დაგეგმვას, მართვას და ადმინისტრირებას;

) ამყარებს ურთიერთობებს შეფასების საერთაშორისო ცენტრებთან, დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ახორციელებს შეფასების სფეროში მიმდინარე პროექტების კოორდინაციას;

) ახორციელებს საერთაშორისო პრაქტიკის კვლევას, გამოცდილების გაზიარების მიზნით.

მ) ადმინისტრირებას უწევს სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესს.;

ი) დაემატოს შემდეგი შინაარსის 112 მუხლი:

     „მუხლი 112. მონიტორინგის სამსახურის ფუნქციები

მონიტორინგის სამსახური:

ა) ახორციელებს კონტროლს ცენტრის თანამშრომელთა მიერ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მათ შორის შინაგანაწესით დადგენილი, პირობების შესრულებაზე;

ბ) ახორციელებს კონტროლს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ავტორიზაციის/აკრედიტაციის პირობების შესრულებაზე..

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ.  შაშკინი