დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2011 წლის 28 ივლისის №13/59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25/70 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 27/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.111.016112 |
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს
დადგენილება №25/70
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. ფოთი
,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2011 წლის 28 ივლისის №13/59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1. შევიდეს ცვლილება ,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2011 წლის 28 ივლისის №13/59 დადგენილებით დამტკიცებულ №2 დანართში, კერძოდ:
დანართი №2 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული
ხარჯების ანაზღაურების ოდენობა
| № | საკრებულოს წევრი | ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის | ანაზღაურების ზღვრული ოდენობა ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის; საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 600 | ––––––––––––– |
| 2 | საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე | 550 | 70 ლიტრი საწვავი, 100 ლარი მობილურით სარგებლობა |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 550 | 70 ლიტრი საწვავი, 90 ლარი მობილურით სარგებლობა |
| 4 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე | 500 | 60 ლიტრი საწვავი, 80 ლარი მობილურით სარგებლობა |
| 5 | საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 500 | 60 ლიტრი საწვავი, 80 ლარი მობილურით სარგებლობა |
| 6 | საკრებულოს სხვა წევრი | 400 | 60 ლიტრი საწვავი, 40 ლარი მობილურით სარგებლობა |
შენიშვნა:
ამ მუხლში მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად”.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები