დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 ნოემბრის №13/47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25/69 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 27/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.111.016111 |
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს
დადგენილება №25/69
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. ფოთი
,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 ნოემბრის №13/47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1. შევიდეს ცვლილება ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 ნოემბრის №13/47 დადგენილებაში კერძოდ, დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
შემოღებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, კერძოდ:
1. სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;
2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 100 (ორი ათას ასი) ლარი;
3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 35000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
5. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;
6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარი“.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია 2012 წლის 3 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები