დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 03/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 13/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.152.016067
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
40
29/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
200230000.35.152.016067
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2011 - 07/12/2017)

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მ“ ქვეპუნქტის, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის შესაბამისად,

 დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1

შემოღებულ იქნეს დუშეთის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

1. სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ( თხუთმეტი ათასი) ლარი;

2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1000 (ერთი ათასი) ლარი;

3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;

5. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%;

6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ -ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500 (ათას ხუთასი ლარი).

მუხლი 2

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 მაისის №18 დადგენილების მ-5 მუხლი.

მუხლი 3

  ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე               ც. საძაგლიშვილი