დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №19 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016057 |
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
20 11 წლის 28 დეკემბერი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №19 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის თანახმად, შეტანილი იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №19 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“.
1. გამგეობის დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ა.ბ’’ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა.ა) საქმისწარმოების, კადრების, ანალიზისა და ინფორმაციის განყოფილებას;
ა.ბ) ამოღებულია;
ა.გ) მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებას.’’.
2. გამგეობის დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,კ’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„კ) იურიდიული სამსახური, რომელიც მოიცავს:
კ.ა) სამართლებრივი ანალიზის განყოფილებას;
კ.ბ) განცხადებებისა და საჩივრების განხილვის განყოფილებას.“.
3. გამგეობის დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტები ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის ავტორისა და იურიდიული სამსახურის უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი (გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა) აგრეთვე ვიზირებული უნდა იქნეს გამგეობის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი, აგრეთვე – გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ან/და გამგეობის მიერ გასაწევ ხარჯებს.“.
4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარე ნ . ხუცაიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები