,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1540 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/2774
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111229044, 29/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 15/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.024.016144
  • Word
1-1/2774
29/12/2011
ვებგვერდი, 111229044, 29/12/2011
010320000.22.024.016144
,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1540 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2774

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1540 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1540 ბრძანებით (სსმ III, 21.09.2010 წ., 120, მუხ. 1782) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1 . მე-3 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის ,,გ-დ ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ანაწილებს მოვალეობებს, დეპარტამენტში შემავალ სამმართველოების უფროსებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;”;

დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას; ”;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებისა და თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.”.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურეობრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.”;

გ) მე-6 პუნქტს დაემატოს,,ე- ვ” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით :

 ,,ე) დაინტერესებულ პირთათვის კონსულტაციების გაწევა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული (მათ შორის, საპრივატიზებო ობიექტების თაობაზე) საკითხების თაობაზე;

  ვ) მოქალაქეთათვის ზეპირი განმარტებების მიცემა კომპეტენციიდან გამომდინარე.”;

დ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის პირველი იანვრიდან.

ვ. ქობალია