საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/2767
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111229043, 29/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 13/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016143
  • Word
1-1/2767
28/12/2011
ვებგვერდი, 111229043, 29/12/2011
040030000.22.024.016143
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2767

2011 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის 1-1/592 ბრძანებაში (შემდგომში – ბრძანება) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მოწმობის პირველადი გაცემის დაჩქარებული მომსახურება 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემებისათვის:

მე-5 სამუშაო დღეს – 350 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 400 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე 500 აშშ დოლარი.“.

2. ბრძანების მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) 100 ტონის ქვემოთ მცურავი საშუალებების რეგისტრაციის მომსახურება:

მე-5 სამუშაო დღეს – 21 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 31 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 39 აშშ დოლარი.“.

3.ბრძანების მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) გემის დროებითი რეგისტრაცია/რეგისტრაციის ვადის გაგრძელება გემისთვის, რომელიც ახორციელებს ნაოსნობას:

მე-5 სამუშაო დღეს – 300 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს 400 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 500 აშშ დოლარი.“.

4. ბრძანების მესამე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:

„ქ1) 100 რეგისტრულ ტონამდე გემების დროებითი რეგისტრაცია/რეგისტრაციის ვადის გაგრძელება, რომლებიც ახორციელებენ ნაოსნობას:

მე-5 სამუშაო დღეს – 21 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 31 აშშ დოლარი.“.

5. ბრძანების მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) გემის დროებითი რეგისტრაცია/რეგისტრაციის ვადის გაგრძელება გემისთვის, რომელიც არ ახორციელებს ნაოსნობას:

მე-5 სამუშაო დღეს – 150 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს 200 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 250 აშშ დოლარი.“.

6. ბრძანების მესამე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1“ ქვეპუნქტი:

„ღ1) 100 რეგისტრულ ტონამდე გემების დროებითი რეგისტრაცია/რეგისტრაციის ვადის გაგრძელება, რომლებიც არ ახორციელებენ ნაოსნობას:

მე-5 სამუშაო დღეს – 10 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 20 აშშ დოლარი.“.

7. ბრძანების მესამე მუხლის პირველი პუნქტის ჰ15 ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ჰ.15) GEOREP სისტემაში მონაწილეობის საფასური, გარდა თევზსარეწი და თევზსაჭერი გემების, ასევე 100 ტონაზე ნაკლები გემებისა 150 აშშ დოლარი.“

 8. ბრძანების მესამე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ22 და ჰ23 ქვეპუნქტები:

„ჰ.22) GEOREP – სისტემაში180 ტონაზე მეტი თევზსარეწი და თევზსაჭერი გემების მონაწილეობის 30 დღიანისაფასური 150 აშშ დოლარი;

ჰ.23) GEOREP – სისტემაში180 ტონაზე ნაკლები თევზსარეწი და თევზსაჭერი გემების მონაწილეობის 30-დღიანი საფასური 55 აშშ დოლარი.

24) 100 ტონის ქვემოთ ზომის გემებისათვის თვიური მოსაკრებელი 55 დოლარი, თუ სარგებლობს ჯეორეპის მომსახურებით.

9. ბრძანების მესამე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი

„11) ამ მუხლის პირველი პუნქტის ჰ19 ქვეპუნქტის მიზნებისათვის მომსახურებად ჩაითვლება საქართველოს ნავსადგურში შემოსვლის, ნავსადგურის შიგნით გადაადგილების და ნავსადგურიდან გასვლა, როგორც ერთიანი მომსახურება.“.

10. ბრძანების მესამე მუხლის მეორე პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ამ მუხლის პირველი პუნქტის „ტ”, „უ”, „ქ“, „ძ“, „წ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ6ქვეპუნქტებით განსაზღვრულსაფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება რეგისტრაციის წელს აშენებულ გემების პირველად რეგისტრაციაზე, ასევე 5 წლამდე ასაკის გემებზე; საფასურის განაკვეთი შემცირდება 75%-ით, თუ დასარეგისტრირებელი გემის ასაკი არის 5-დან 10 ლამდე ან 50%-ით, თუ დასარეგისტრირებელი გემის ასაკი არის 11-დან 15 წლამდე. თუ გემი არის 16-დან 20 წლამდე მაშინ საფასური დარჩება უცვლელი. 21-დან 25 წლამდე გემებზე საფასურის განაკვეთი გაიზრდება 50%-ით, ხოლო ყველა ის გემი, რომლის ასაკიც აღემატება 26 წელს, განაკვეთი გაიზრდება 75%-ით..

11. ბრძანების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

 ,,21. სააგენტოს მომსახურებით დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მომსახურების მიღების შემდეგ ათი სამუშაო დღის განმავლობაში გადაიხადოს მომსახურების საფასური, თუ გაწეული მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის უზრუნველსაყოფად პირი წარმოადგენს საბანკო გარანტიას 10000.00 აშშ დოლარის ოდენობით. საბანკო გარანტია ფორმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით..

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ვ. ქობალია