დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ”ტექნიკური რეგლამენტის ”ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები და ტესტირების მეთოდები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №1-1/1569 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/2753 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111229040, 29/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.22.024.016140 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/2753
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის” ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები და ტესტირების მეთოდები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №1-1/1569 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები და ტესტირების მეთოდები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №1-1/1569 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110819016, 22/08/2011) დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ:
ა) მსუბუქტი ავტომობილებისათვის – 1,6 მმ (საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილებაში არსებული, დაცვით ღონისძიებებში გამოყენებული მსუბუქი ავტომობილების გარდა);
ბ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილებაში არსებული, დაცვით ღონისძიებებში გამოყენებული მსუბუქი ავტომობილებისათვის – 3,0 მმ;
გ) სატვირთო ავტომობილებისათვის – 1,0 მმ;
დ) ავტობუსებისათვის – 2,0 მმ;
ე) მისაბმელისათვის და ნახევრად მისაბმელისათვის – ისე, როგორც საწევარისათვის, რომელზეც ჩაბმულია”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები